პატრულის დაჭრის შემდეგ თავდამსხმელი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა - თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
პატრულის დაჭრის შემდეგ თავდამსხმელი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა - თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
19:43 28.06.2020
თემქაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაჭრით და თავდამსხმელის სუიციდით დასრულდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.

აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა