აბაშაში მამაკაცს დანით 7 ჭრილობა მიაყენეს
აბაშაში მამაკაცს დანით 7 ჭრილობა მიაყენეს
17:47 27.06.2020
აბაშის ცენტრში, პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს, ცივი იარაღით შვიდი ჭრილობა აქვს მიყენებული. დამნაშავე, დანით ხელში, პოლიციის შენობაში შევიდა და ჩაბარდა.

ბრალდებული მამაკაცის 18 წლის გერია. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბეჭდვა