გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს
10:21 26.06.2020
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება გუშინ ღამით მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ ადვოკატები.

როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
ბეჭდვა