სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის რესპონდენტები დაიბარეს.
"გუშინ მივიღე უწყება, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით დამიბარეს. ბაზარში გავიგე, რომ კონკრეტულად იცოდნენ, ვის ეხებოდა საქმე. ამაზე ბევრი ლაპარაკობდა, სიუჟეტშიც ამას მოვყევი, - აცხადებს სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი ზანურა თალიბოვა.
"მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარი იყო კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე, რომელთა ჩაწერის სანაცვლოდაც გარდაცვლილის ოჯახებს 10 000 ლარს სთავაზობდნენ.
