„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ორგანიზებით, ბათუმელ იურისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ორგანიზებით, ბათუმელ იურისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ
11:36 09.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ორგანიზებით, ბათუმში ადგილობრივი ადვოკატებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

როგორც „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან“ აცნობეს, შეხვედრის თემა იყო „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი სამართალწარმოებაში“, რომლის ფარგლებშიც ადვოკატებმა ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებები მოისმინეს და პრაქტიკული რჩევები მიიღეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიზანია, ამ ტიპის შეხვედრებით ხელი შეუწყოს ადვოკატების უნარ–ჩვევების გარღმავებას, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობას.

პროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა“ ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიაში” (NED) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბეჭდვა