ელისო კილაძე სუს-ში დაიბარეს
ელისო კილაძე სუს-ში დაიბარეს
10:18 25.06.2020
ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე დღეს "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძეა დაბარებული.

ელისო კილაძის განცხადებით სუსში მისი დაბარება უკრაინელი ჟურნალისტის დეინეკას განცხადებას უკავშირება.


"დეინეკას ჩემთვის მიმდინარე წლის 6 მარტს გამოგზავნილია ქვს სმს. მწერს, რომ ქართულ-უკრაინული მედია პროექტის ფარგლებში უნდა ჩემთან დაკავშირება და მთხოვს საკონტაქტო ტელეფონს. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის განცხადება, რაც მან "იმედის" ეთერში გააკეთა, ეს შეტყობინება და ჩემთან დაკავშირების მცდელობა. მე მაინც მგონია, რომ ეს გახლავთ რუსული ვერსია, რომ გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის ისრები გადაიტანონ კადიროვიდან აბსოლუტურად სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ ალბათ, უკრაინის ქართული დიასპორის მიმართულებით", - ამბობს "ქრონიკა +"-ის რედაქტორი.
ბეჭდვა