თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
18:35 24.06.2020
თბილისში 25 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება.

მას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბეჭდვა