თბილისში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს
18:16 22.06.2020
თბილისში წერეთლის გამზირზე სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო.