ნიკა გვარამია: თუ ადეიშვილი-სააკაშვილის საუბრის ავთენტურობა დადგინდა ჩემთვის შეხედულებების მცირე კორექცია მოხდება
ნიკა გვარამია: თუ ადეიშვილი-სააკაშვილის საუბრის ავთენტურობა დადგინდა ჩემთვის შეხედულებების მცირე კორექცია მოხდება
17:22 19.06.2020
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ უკრაინულ მედიაში გავრცელებულ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა.

"მე მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, არ ვიცი რა ჩავაფლავე, ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკაშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არაა და ავთენტური დანამდვილებით არაა. თუკი ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა ჩემთვის შეხედულებების მცირე კორექცია შეიძლება გამოიწვიოს მეტი არაფერი,"- აღნიშნა გვარამიამ.

ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ ნიკა გვარამიამ ჩააფლავა. ასევე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას მშიშარას უწოდებს.
ბეჭდვა