ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო
საუბრის შესახებ არაფერი იცის, მას ეს საუბარი არ მოუსმენია. თუ ისინი მის ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ არ არის ინფორმირებული საიდან იცოდნენ ეს ამბავი მათ.
"არ ვიცი არ მომისმენია ადეიშვილის და სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, მაგრამ მე არ გამიკვირდება თუ ნიკა გვარამიას ჰქონდა ჩემს ლიკვიდაციაზე ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდათ სხვებსა. ჩვენ ვიცით რომ ამ ადამიანებს კონტაქტები აქვთ, ისინი წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, მათ შორის ნიკა გვარამიაც და აქედან გამომდინარე ვირაცამ შეიძლება მიაწოდა მათ ეს ინფორმაცია - არ ვიცი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
დღეს, უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობენ.
