ბათუმში მსუბუქი ავტომობილი 6 წლის ბავშვს დაეჯახა. როგორც NEWSPRESS.GE-ს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან აცნობეს, მოზარდი შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
