შსს-მ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დააკავა
შსს-მ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი დააკავა
14:58 08.09.2012
შსს-მ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი -ახმეტ ჩატაევი დააკავა. ამასთან დაკავშირებით, სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამისისტროს მიერ ლოპოტას ხეობაში დაკავებული იქნა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.

დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას განაგრძობს.


ბეჭდვა