გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტეხში ფეხით მოსიარულე 60 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა და
ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
