პოლიციამ ჭიათურის საკრებულოს წევრი მალხაზ თუთარაშვილი დააკავა
პოლიციამ ჭიათურის საკრებულოს წევრი მალხაზ თუთარაშვილი დააკავა
17:34 07.09.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჭიათურის საკრებულოს წევრი მალხაზ თუთარაშვილი დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, თუთარაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მოქალაქე ალექსანდრე ხახიშვილს სხეულის ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

თუთარაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბეჭდვა