პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
14:36 02.06.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს - 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბეჭდვა