თამარ ციხიშვილი: კანონი ბავშვის უფლებების მხარეს დგას
თამარ ციხიშვილი:  კანონი ბავშვის უფლებების მხარეს დგას
17:07 01.06.2020
განსაკუთრებით საინტერესო ცვლილებები გვხვდება არასრულწლოვნის წარმომადგენლის სპეციალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ეს ეხება ძირითადად საპროცესო წარმომადგენლობას. აღნიშნული თავდაპირველად გათვალისწინებული იყო მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, თუმცა, დღესდღეობით, სავალდებულო სპეციალიზაციის საკითხი შეეხო სამოქალაქო კანონმდებლობასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მიმდინარე სიახლეების თანახმად, სამოქალაქო-სამართლებრივი დავისას, არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლობისთვის სავალდებულოა სათანადო სპეციალიზაცია. აღნიშნული ცხადია პროგრესული ცვლილებაა, რადგან იგი პასუხობს, როგორც ქვეყნის შიდა ნორმატიულ პოზიციას - ბავშვთა უფლებათა კოდექსის დონეზე, აგრეთვე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვასა და მათ რეალიზებაზე.
ბეჭდვა