შსს-ში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
შსს-ში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
17:33 06.09.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს დონორებთან ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ჩატარებული კვლევების შესაბამისად გამოვლენილი საჭიროებების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია, სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის ტრენინგებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში პოლიციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში არსებული პროგრესი და 6 თვის ანგარიში.

საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმებს.

შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა