მაშველებმა თუშეთში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა თუშეთში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
20:22 08.05.2020

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა -აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.



სამძებრო სამუშაოებში 5 სამაშველო ჯგუფი და სპეცტექნიკა იყო ჩართული.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა.
მათ შორის ერთი, სხვადასხვა დაზიანებით, გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

მეორე, დაკარგულ მოქალაქეს კი დღემდე ეძებდნენ.

 

ბეჭდვა