თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი განახლდება.
დღევანდელ სხომაზე მხარეები სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ და მოწმეებს დაკითხავენ. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე დაიწყება.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზია 5 მარტს გაძარცვა. მათ სავაჭრო ცენტრში 8 მეტრის სიგრძის გვირაბით შეაღწიეს და 6 კგ ოქროს ნაკეთობების გატანა მოახერხეს. მოპარული ნივთების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შემდეგ, ისინი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია სამი პიროვნება - ვახტანგ ირემაძე, ვახტანგ ფურცელაძე და მერაბ ლაშქარეიშვლი, ხოლო დანარჩენი სამის მიმართ პროცესი დაუსწრებლად მიმდინარეობს.
