კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ლოტკინზე მცხოვრები აქტივისტის დიტო მიშელაძის ცემის ფაქტი გააპროტესტა
და ოფისიდან პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალგაზრდებმა ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მათი განმარტებით, დიტო მიშელაძეს ლოტკინის დასახლებაში, ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ ლოტკინის ოფისიდან 100 მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ისინი განმარტავდნენ, რომ მიშელაძეზე თავდამსხმელები დაპირისპირების დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მერაბ სამადაშვილს ახსენებდნენ.
