სამართალდამცავებმა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ლევან ხუციშვილი და ზაზა როსტიაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის ყვარლის რაიონული შტაბის ხელმძღვანელმა მალხაზ ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სამართალდამცავები აღნიშნულ პირებს წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ, თუმცა, მისივე თქმით, ხუციშვილის და როსტიაშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
„დაკავებულები ამჟამად ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება“ - განაცხადა ხიზანიშვილმა.
