პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა
პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა
13:39 04.09.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე მოქალაქე ბექა ჯიქიძე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯიქიძემ 1 სექტემბერს ექვს პირთან ერთად, დანის მუქარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს ფული გასტაცა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილითაა აღძრული. სასამართლომ დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბეჭდვა