,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge"- ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები უწყების სახელით ცალკეულ აბონენტებს მიუვიდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეტყობინებები უწყების გაგზავნილი არაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,,UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".
ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება"-ნათქვამია უწყეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
