„უფლებადამცველთა გაერთიანება“ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ეკლესიის ეზოდან მილის გატანას სთხოვს
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ეკლესიის ეზოდან მილის გატანას სთხოვს
16:13 03.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოდან მილსადენის გატანას მოითხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ „უფლებადამცველთა გაერთიანებიდან“ აცნობეს, რამდენიმე წელია ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წარმომადგენლები ტაძრის ეზოდან „ყაზტრანსგაზის“ მილსადენის გატანას ცდილობენ.

მათი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები ეკლესიის წინამძღვრის და მრევლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას სხვადასხვა მიზეზებით თავს არიდებენ.

როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, ეკლესიის მღვდელმსახურებს „ყაზტრანსგაზის“ უმოქმედობის გამო, წლებია ღვთისმსახურების სრულად შესრულების საშუალება არ აქვთ, რადგან მილსადენიდან ბუნებრივი აირი ხშირად ჟონავს და ეკლესიაში აღწევს.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ თბილისის მერიას პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.



ბეჭდვა