საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავა
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავა
10:06 13.03.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ნდობაში შევიდა ერთ - ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შიდა ქართლის ერთ - ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მისთვის სასურველი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანაში.

აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე ვადით.

ბეჭდვა