გელა გოშაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
გელა გოშაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
15:57 01.09.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე  შს სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გელა გოშაძე დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი გელა გოშაძემ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში დანაშაულის შესახებ შეტყობინება მიიღო, რაზეც რეაგირება არ მოახდინა და დანაშაული დამალა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა