ონში ხანძრის კერები სრულადაა ლიკვიდირებული
ონში ხანძრის კერები სრულადაა ლიკვიდირებული
15:01 10.03.2020
ონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებულია.
ლოკაციები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პირადად მოინახულა.

ემზარ საბანაძემ მეხანძრე-მაშველებს სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულების და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ბეჭდვა