ჯარაფ ხანგოშვილი - გარდაცვლილების ვინაობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს
ჯარაფ ხანგოშვილი - გარდაცვლილების ვინაობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს
15:32 01.09.2012
ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილე, ჯარაფ ხანგოშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლოპოტას ხეობაში ქართველი ძალოვნების მიერ  ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლულები პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ.

„მე როგორც ვიცი, არ იყვნენ პანკისელები. ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ არ დადასტურდა. ზუსტი ინფორმაცია მეც არ მაქვს. მეც ჭორის დონეზე ვიცი“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ხანგოშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიაზე დივერსანტთა დაახლოებით, 20-კაციანი ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანა. მათ წინააღმდეგ ქართველმა ძალოვნებმა რამდენიმედღიანი სპეცოპერაცია განახორციელეს, რომლის შედეგადაც ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ჯგუფის 11 წევრი, ნაპოვნია მათი გვამებიც. შსს-მ შესაბამისი ვიდეომასალაც გაავრცელა.

შსს-ს განცხადებით, გარდაცვლილების ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

პარალელურად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილები პანკისის ხეობის მკვიდრები არიან.


ბეჭდვა