საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სამხედრო მოწმობის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სამხედრო მოწმობის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა
10:23 10.03.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა, წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო ყალბი მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა