თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის ქუჩაში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.
