ლევან ნიკოლეიშვილი: შოთაძის დაბრუნება კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტით, რომ უშუალოდ უწყების ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში დიდი მხარდაჭერა ექნება
ლევან ნიკოლეიშვილი: შოთაძის დაბრუნება კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტით, რომ უშუალოდ უწყების ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში დიდი მხარდაჭერა ექნება
14:41 09.03.2020
ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი.

,, დაბრუნდა შოთაძე პროკურატურაში და პირველ რიგში საკუთარი სისტემის წმენდა დაიწყო. არ არის სასიამოვნო და კარგი ფაქტი პროკურორის დაკავება კორუფციულ დანაშაულზე, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი. თუ არ იქნება ნდობა პროკურატურის მიმართ, რთული იქნება კორუფციული გამოწვევების გამკლავება. ამიტომ ვფიქრობ, რომ შოთაძის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციასთან ბრძოლის მხრივ და ის ფაქტი, რომ უშუალოდ უწყების, სისტემის ნაწილს არ პატიობს მსგავს ნაბიჯს, ზოგად ბრძოლაში მას დიდი მხარდაჭერა ექნება“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ბეჭდვა