მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
12:55 06.03.2020
მუხურის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო პროცესს ამ დროისთვის 45 მეხანძრე-მაშველი აგრძელებს-ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ცეცხლი ეკალბარდს, ბალახს და ბუჩქებს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დილიდან, ქრობის პროცესში ჩაერთნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის და სენაკის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ბეჭდვა