ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 234 ფაქტი გამოვლინდა
ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 234 ფაქტი გამოვლინდა
13:28 04.03.2020
მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 234 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2 683 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 66 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 9 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 159 შემთხვევა.

ბეჭდვა