საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 328 კგ. უაქციზო თუთუნი გამოავლინეს
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 328 კგ. უაქციზო თუთუნი გამოავლინეს
16:44 26.02.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კილოგრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 5 შემთხვევაში, გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

ბეჭდვა