საქალაქო სასამართლო "ქართული ოცნების" ოფისის ტერიტორიაზე წარმომადგენელს არ გაგზავნის
საქალაქო სასამართლო "ქართული ოცნების" ოფისის ტერიტორიაზე წარმომადგენელს არ გაგზავნის
18:40 02.03.2012
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისისთვის შემოვლებული ღობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანია "ახალი კაპიტალის" ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი კომპანია "ახალი კაპიტალის" მფლობელობაშია. კომპანიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, სასამართლოს წარმომადგენელს პირადად დაეთვალიერებინა ოფისისთვის შემოვლებული ღობე, რომ სათანადო დასკვნა გამოეტანა.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
"სასამართლომ განაცხადა, რომ მისთვის საკმარისია ის ფოტო მასალა და მტკიცებულებები რაც ჩვენ წარვადგინეთ", - აღნიშნა ბესელიამ. მოსამზადებელი სხდომა ისევ დაინიშნება
ღობის მოხსნის მოთხოვნით, კომპანია "ახალმა კაპიტალმა" საქალაქო სასამართლოში სარჩელი დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის განვითარების ფონდის წინააღმდეგ შეიტანა. ფონდი თბილისის მერიის დავალებით სამშენებლო სამუშაოებს "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ირგვლივ აწარმოებს. ბესელიას ინფორმაციით, შემოვლებული ღობის გამო, ოფისში მომუშავე "ქართული ოცნების" თანამშრომლებს ხელი ეშლებათ.

ბეჭდვა