ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას საქართველოს ექსპრეზიდენტი, ძებნილი
მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.
მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.
მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ"-აცხადებს სააკაშვილი.
