ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდა
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდა
16:19 18.02.2020
საქართველოს პარლამენტმა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი 82 დეპუტატის მხარდაჭერით გახდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015-2018 წლებშიც ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამო დატოვა.

ბეჭდვა