მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები მიღებულ განცხადებებს განიხილავენ
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები მიღებულ განცხადებებს განიხილავენ
10:40 31.08.2012
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები აგვისტოში მიღებულ განცხადებებს განიხილავენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, განხილვის დასრულების შემდეგ ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

ბეჭდვა