კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის სარეზოლუციო ნაწილი დღეს გამოცხადდება
კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის სარეზოლუციო ნაწილი დღეს გამოცხადდება
09:49 31.08.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის სარეზოლუციო ნაწილი დღეს გამოცხადდება.

როგორც „ნიუსპრესს“ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, საქმის 9-თვიანი განხილვა დასრულებულია.

მისი თქმით, სასამართლო დავა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მიმდინარეობდა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.

რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონს უწოდებს. საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა.




ბეჭდვა