თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვნეს
თეთნულდზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვნეს
17:53 11.02.2020
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შესული შეტყობინების თანახმად, ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას.

გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე.

საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

ბეჭდვა