თბილისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
თბილისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
17:47 03.02.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, თბილისში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თამბაქოს ნაწარმის (6 800 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ბეჭდვა