სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილი იყო მშობლის საფლავზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილი იყო მშობლის საფლავზე
16:07 28.01.2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით.

პოლიტიკური სპეკულაციებისა და ფაქტების შესაძლო დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 24 იანვარს, 12:15 საათზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბრალდებული ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილ იქნა N8 დაწესებულებიდან ოჯახის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის საფლავზე.

ბრალდებული საკანში დაბრუნდა 15:00 საათზე.

ბეჭდვა