პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
18:03 25.01.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებული დ. ს.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბეჭდვა