ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 12 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 12 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება
12:01 30.08.2012
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ახალ დეტალებთან დაკავშირებით, 12.00 საათისათვის სოფელ ლაფანყურში საგანგებო განცხადების გაკეთება იგეგმება.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შსს - პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა.

განცხადებას მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი გააკეთებს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მოხდა თუ არა ლიკვიდირებული 11 დივერსანტის იდენტიფიცირება და სად არიან ცხედრები.

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ხეობა კვლავაც ბლოკირებულია და დაღესტნიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის 6 წევრი გუშინ შუადღის შემდეგ ალყაშია მოქცეული.




ბეჭდვა