სურამში ქმარმა ცოლი მოკლა
სურამში ქმარმა ცოლი მოკლა
14:26 18.01.2020
სურამში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. მკვლელობის იარაღი ნაჯახი იყო.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა,სავარაუდოდ, დანაშაული ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

მკვლელი გაქცეულია და მის დასაკავებლად სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით აღიძრა.

ბეჭდვა