ესპანეთში სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა
ესპანეთში სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა
15:58 17.01.2020
მადრიდის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. დაკავებულები ქალაქ მადრიდსა და გვადალახარაში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ და მოპარულ ნივთებს გასაყიდად საქართველოში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ.

ბრალდებულებს 3-5-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსეჯეს. კრიმინალური დაჯგუფების სამ ხელმძღვანელს ქვეყნიდან გააძევებენ. საქმე ეხება კანონიერ ქურდს ზვიად დარსაძეს და მის ორ დამხმარეს. ესპანეთში ტურისტული ვიზით მყიფი ახლგაზრდები დანაშულებრივ ქმედებებს 2012-2015 წელბში ეწეოდნენ.

ბეჭდვა