სამეგრელოში 11400 ღერი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
სამეგრელოში 11400 ღერი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
12:47 16.01.2020
ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა , ქალაქ ზუგდიდში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 11400 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა