პროკურატურა გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებული მეორე პირის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს
პროკურატურა გარდაცვლილ მურად წურწუმიას  საქმეზე ბრალდებული მეორე პირის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს
17:32 09.01.2020
პროკურატურა გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებული მეორე პირის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით”, - წერია პრიკურატურის განცხადებაში.


ბეჭდვა