საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა.
როგორც „ნიუსპრესს“ შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა,
დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, ამ დრომდე გრძელდება.
„დივერსანტთა ჯგუფის 6 წევრი ალყაშია მოქცეული, ხოლო 11 მათგანი ლიკვიდირებულია“-განაცხადა მახარაძემ.
ამ დროისთვის არ კონკრეტდება ინფორმაცია მძევალთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა.
მათ გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია წუხელ ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.
