მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფს 11 წევრია ლიკვიდირებული
მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფს 11 წევრია ლიკვიდირებული
16:11 29.08.2012
ლაფანყურის ტყეში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფს 11 წევრია ლიკვიდირებული. ამის შესახებ თავდაცვისა და შს სამინისტროები იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ამჟამად, ასევე ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
ამასთან, უკვე დაზუსტდა, რომ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბეჭდვა